Standart

ბარისტა

13 June - 13 July
Details
Address
უნივერსიტეტის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Part time
Working type
Office
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English
Experience
Not required
Education
Other
Department
Customer service

Vacancy description

 

“ტერმინალი” არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.facebook.com/Terminaltbilisi

 

ტერმინალი“ აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე. ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებლებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან ენთუზიაზმით მოემსახურონ სტუმრებს და მონაწილეობა მიიღონ სივრცის ყოველდღიურ პროცესებში.

მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N 24

სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 09:00 - 15:00 ან 15:00 – 21:00

 

ძირითადი მოვალეობები:

  •   სხვადასხვა სახეობის ყავის/ჩაის მომზადება და სტუმრების მომსახურება;
  •   ბარში არსებული ტექნიკის გამოყენების წესების დაცვა;
  •   თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა;
  •   ბარის წესრიგსა და ორგანიზებაზე ზრუნვა;
  •   ღონისძიებების დროს საკონფერენციო ოთახების ორგანიზებაში მონაწილეობა;
  •   საკონფერენციო ავეჯისა და ინვენტარის შესაბამისი განლაგების უზრუნველყოფა;
  •   სივრცის წევრებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა;
  •   გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში.


ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:

  •   მომხმარებლებზე ორიენტირებული;
  •   მეგობრული;
  •   საუბრობს ინგლისურად საკომუნიკაციო დონეზე;
  •   შეუძლია გუნდური მუშაობა.



თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება  მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის. 

13 June - 13 July