სამზარეულოს ადმინისტრაციული ასისტენტი

14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
13 ივნისი - 30 ივნისი

ვაკანსიის აღწერა

აჭარა ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ადმინისტრაციული დოკუმენტების წარმოება: სამზარეულოს თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვა, თანამშრომელთა როტაციის ორგანიზება, ტაბელის წარმოება;
  • HACCP-ის ფორმების მონიტორინგი;
  • მაცივრების რეგულარული შემოწმება (პროდუქტები, გადაფუთვა, ეტიკეტები და ვარგისიანობა);
  • ადამიანური კაპიტალის დეპარტამენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • გამოძახების სერვისის ტერიტორიის კონტროლი;
  • დეპარტამენტებისგან სხვადასხვა ინფორმაციის მიღება, დამუშავება და შესაბამისად მოქმედება;

 

საჭირო უნარები: 

  • MS Office ცოდნა;
  • სამზარეულოს სტრუქტურის ცოდნა;
  • HACCP-ის სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა;
  • აუცილებელია  ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული; 

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 30 ივნისამდე. 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

 

 

დეტალები
ენები
English
უნარები
HACCP-ის სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა, MS Office ცოდნა
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
ჰორეკა, ტურიზმი
მისამართი
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
13 ივნისი - 30 ივნისი