HR Generalist

14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
16 ივნისი - 30 ივნისი

ვაკანსიის აღწერა

რუმს ჰოტელს ლაბი,  რომლის ოპერირების ქვეშ არის შემდეგი  ობიექტები:  Rooms Hotel Kazbegi, Rooms Hotel Tbilisi, Rooms Hotel Kokhta, Rooms Hotel Batumi.

აცხადებს ვაკანსიას HR Generalist -ის პოზიციაზე.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • პერსონალის ადმინისტრირების პროცესის კოორდინირება;
  • კომპანიის შიდა დოკუმენტაციის შემუშავება და დანერგვა;
  • პერსონალის ადმინისტრირების მიზნით, შესაბამისი დოკუმენტების ოპერატიულად და სრული სიზუსტით წარმოება;
  • ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამუშაო პროცესების ახალ სტანდარტებსა და რეგულაციებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
  • კონსულტაციების წარმოება იურიდიულ დეპარტამენტთან ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული დოკუმენტაციის (შრომითი ხელშეკრულებები, ბრძანებები, ცნობები და სხვ.) სახელმწიფო რეგულაციებთან შესაბამისობისა და სისრულის საკითხებზე;
  • ყველა საჭირო ადმინისტრაციული დოკუმენტის შექმნა და განახლება;
  • ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა, წარმოება და გატარება პროგრამულად HR Soft-ის საშუალებით;
  • სასტუმროსთან დაკავშირებული პროცედურების გაწერაში მონაწილეობის მიღება;
  • თანამშრომელთა საჭიროების იდენტიფიცირება და მათზე დროული რეაგირება;
  • თანამშრომლების აქტიური ინფორმირება მიმდინარე სიახლეების შესახებ;
  • ეფექტური კომუნიკაციის დამყარება სასტუმროში არსებული ყველა დეპარტამენტის თანამშრომელთან.
  • ინფორმაციის ფლობა კომპანიის შინაგანაწესისა და დანერგილი სტანდარტების (SOP) შესახებ.
  • ადმინისტრაციული დოკუმენტაციის გამართულად წარმოება;
  • ყველა დეპარტამენტთან მჭიდრო კომუნიკაციის დამყარება;

 

საჭირო უნარები:

 

  • უმაღლესი განათლება – ბაკალავრიატი/მაგისტრატურა;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
  • სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

  

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 30 ივნისამდე. 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

 

დეტალები
ენები
English, Русский
განათლება
ბაკალავრი
უნარები
ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, გუნდის მართვის უნარი
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
ჰორეკა, ტურიზმი
მისამართი
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
16 ივნისი - 30 ივნისი