შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას სამაცივრე საწყობში, რეალიზაციის ოპერატორის პოზიციაზე.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის N29
ანაზღაურება - 1000 ₾ (Neto) პლუს (200 ₾ საბონუსე)
ძირითადი მოვალეობები:
- ანგარიშ-ფაქტურების დამუშავება და RS-ზე აქტივაცია;
- ინფორმაციის მიმოცვლა საწყობის ოპერატორებთან;
- პროგრამაში ნომეკლატურების წონების კონტროლი/კორექცია;
- პროგრამაში ნომეკლატურების ფასების კონტროლი/კორექცია;
- დაბრუნებული პროდუქციის პროგრამული გატარება;
- ანგარიშგების წარდგენა ადმინისტრაციასთან მოთხოვნის შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
- 1C ERP სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel);
- უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
- სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
პიროვნული თვისებები:
- ინფორმაციის კორექტულად მიღების და გადაცემის უნარი;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV.