სტანდარტული

მოლარე-კონსულტანტი (თელავი)

16 იანვარი - 15 თებერვალი
დეტალები
მისამართი
კახეთი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 19:00

ვაკანსიის აღწერა

"კერხერ-საქართველო" წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.


"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე( თელავი).


სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თელავი;
  • სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (10:00-19:00);
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: 5

 

მოლარე-კონსულტანტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები :

  • მომხმარებელთან კომუნიკაცია და პროდუქციის მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება;
  • გაყიდული ნივთის გატარება და შემოწმება ;
  • ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა;
  • მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა;
  • შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა მანქანებიდან და დასაწყობება;
  • ტვირთის საწყობიდან გამოტანა და მაღაზიაში სტადარტების შესაბამისად განლაგება.


ძირითადი მოთხოვნები:

  •   სასურველია 1C პროგრამის ცოდნა
  •   სასურველია MS Office პროგრამების ცოდნა.
  •   სასურველია მოლარე-კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება
  •  ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • კომუნიკაბელობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი
  •  სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV.

გისურვებთ წარმატებებს!

 

16 იანვარი - 15 თებერვალი