“კერხერ-საქართველო” წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისში,ბათუმში,ქუთაისსა და ზუგდიდში. იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის პოზიციაზე (თელავი).
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თელავი;
- სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:00-18:00);
- სამუშაო დღეების რაოდენობა: 5
სერვის ადმინისტრატორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები :
- კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
- კლიენტის სერვისში მოსვლის მიზეზების გარკვევა;
- კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი რჩევის მიცემა, დახმარების გაწევა ან შესაბამის თანამშრომელთან მიყვანა/დაკავშირება;
- საჭიროების შემთხვევაში კლიენტისათვის სერვისის პროდუქტის შეკეთების განაცხადის შევსებაში დახმარების გაწევა;
- სერვისში მიმდინარე პროცესების ორგანიზება და მართვა ;
- კლიენტისგან შევსებული განაცხადის მიღება და შესაბამისი თანამშრომლისთვის გადაცემა შესასრულებლად;
- საჭიროების შემთხვევაში სერვისში საჭირო პროდუქციის შეკვეთა , მიღება და საწყობში განთავსება.
ძირითადი მოთხოვნები:
- 1C პროგრამის ცოდნა
- MS Office პროგრამების ცოდნა.
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- უპირატესობა მიენიჭებათ გამოცდილ კანდიდატებს.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- კომუნიკაბელობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
- სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.
- ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV.
გისურვებთ წარმატებებს!