სტანდარტული

ადმინისტრატორი - თელავი

16 იანვარი - 15 თებერვალი
დეტალები
მისამართი
კახეთი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:00 - 18:00

ვაკანსიის აღწერა

“კერხერ-საქართველო” წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისში,ბათუმში,ქუთაისსა და ზუგდიდში. იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.


"
კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის პოზიციაზე (თელავი).

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თელავი;
  • სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:00-18:00);
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: 5

 

სერვის ადმინისტრატორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები :

  • კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
  • კლიენტის სერვისში მოსვლის მიზეზების გარკვევა;
  • კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი რჩევის მიცემა, დახმარების გაწევა ან შესაბამის თანამშრომელთან მიყვანა/დაკავშირება;
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტისათვის სერვისის პროდუქტის შეკეთების განაცხადის შევსებაში დახმარების გაწევა;
  • სერვისში მიმდინარე პროცესების ორგანიზება და მართვა ;
  • კლიენტისგან შევსებული განაცხადის მიღება და შესაბამისი თანამშრომლისთვის გადაცემა შესასრულებლად;
  • საჭიროების შემთხვევაში სერვისში საჭირო პროდუქციის შეკვეთა , მიღება და საწყობში განთავსება.


ძირითადი მოთხოვნები:

  •   1C პროგრამის ცოდნა
  • MS Office პროგრამების ცოდნა.
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • უპირატესობა მიენიჭებათ გამოცდილ კანდიდატებს.


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • კომუნიკაბელობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი
  •  სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV.

გისურვებთ წარმატებებს!

 

16 იანვარი - 15 თებერვალი