Standart

ფილიალის მენეჯერი

17 January - 16 February
Details
Address
14 პეკინის გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
10:30 - 20:30
Experience
1-2 years

Vacancy description

ჭკვიანი ტექნიკის მწარმოებელი ნომერ პირველი კომპანია “Xiaomi”-ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში Xiaomi Georgia აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

 

მოთხოვნები:

  • კომპანიის სავაჭრო ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტის მიმდინარე საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა/მონიტორინგი;
  • ობიექტზე დასაქმებულ პირთა ზედამხედველობა და კონტროლი;
  • სავაჭრო ობიექტების პერსონალის: მოლარეების, პროგრამისტებისა და კონსულტანტების საქმიანობის კოორდინირება და კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება;
  • სავაჭრო ობიექტზე სრული ასორტიმენტის უზრუნველყოფაზე კონტროლი და ნებისმიერ სასაქონლო ჯგუფში ობიექტებზე მარაგების კონტროლი;
  • გამოცდილება:   ტექნიკის სფეროში მსგავს პოზიცაზე- მინიმუმ 1 წელი
  • ენების ცოდნა: ქართული და ინგლისური
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • პუნქტუალობა.
  • კომუნიკაბელურობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი.
  • ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი.
  • გამართული  მეტყველების უნარი
  • არაკონფლიქტურობა
  • მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირება;

 

 

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: 10:30 - 20:30- კვირაში 5 სრული და 1 ნახევარი დღე

შესვენება: დღეში 2 ჯერ

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

კარიერული წინსვლის პერსპექტივა

კორპორატიული დაზღვევა

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით.


თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Location
14 პეკინის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
17 January - 16 February