Premium

გაყიდვების ოფიცერი (ბათუმი)

17 January - 16 February
Details
Address
აჭარა
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია express capital +  არის საფინანსო კომპანია , რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია  მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. 

შ.პ.ს express capital +   უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.

ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის. 

express capital +  გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე:

გაყიდვების ოფიცერი ბათუმში.

სამუშაოს აღწერა:

  • შენ, როგორც პრომოუტერი:
  • მოიძიებ პოტენციურ მსესხებლებს მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტში;
  • საინფორმაციო ბროშურების მიზნობრივი გავრცელება;
  • პოტენციური კლიენტისათვის სესხის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
  • მოიძიებ პოტენციურ მსესხებლებს მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტში;
  • შეასრულებ საკრედიტო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მოვალეობებს.
ველოდებით გამოხმაურებას თუ:

  • ფიქრობ, რომ გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნება;
  • ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი ;
  • გაქვს ფინანსური ანალიზის უნარი და ხარ პასუხისმგებლიანი;
  • მუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებს;
  • გაქვს ლოგიკური აზროვნება; 
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა, გამართული მეტყველება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
  • პრიორიტეტი მიენიჭება ავტომანქანის ფლობელებს.
სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე 09:30-18:30; 
  • ანაზღაურება:  შეთანხმებით (გამოცდილების შესაბამისად), ფიქსირებულ ხელფასი  + ბონუსი; 
  • დასაშვებია კურს დამთავრებული ან დამამთავრებელი კურსზე მყოფი სტუდენტების კანდიდატურის განხილვა. 
  • გამოსაცდელი ვადა 1 თვე.
  • წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში დაწინაურება საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე, შესაბამისი ანაზღაურების გაზრდით.
ჩვენ  გთავაზობთ : 

  • დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
  • სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში;
  • პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას .
მნიშვნელოვანი პირობა:

გთხოვთ, ვაკანსიის განაცხადის გამოგზავნისას ტექსტში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ჯამური (ხელფას დამატებული ბონუსი) ანაზღაურების ოდენობა და ასევე, სავარაუდოდ თვეში რამდენი ახალი მსესხებელის მოზიდვას შეძლებთ. (ანუ, თქვენს მიერ განსაზღვრულ ხელფასს რა რაოდენობის ახალი მსესხებელის მოზიდვა შეესაბამება?)

ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „გაყიდვების ოფიცერი ბათუმში“ .  სათაურის და ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: express.capital.plus@gmail.com.
გისურვებთ წარმატებებს!

Category
Finances
Slogan
შემოგვიერთდით საერთო წარმატებისთვის
17 January - 16 February