შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია express capital + არის საფინანსო კომპანია , რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს express capital + უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.
ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.
express capital + გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე:
გაყიდვების ოფიცერი თბილისში.
სამუშაოს აღწერა:
- შენ, როგორც პრომოუტერი:
- მოიძიებ პოტენციურ მსესხებლებს მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტში;
- საინფორმაციო ბროშურების მიზნობრივი გავრცელება;
- პოტენციური კლიენტისათვის სესხის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
- მოიძიებ პოტენციურ მსესხებლებს მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტში;
- შეასრულებ საკრედიტო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მოვალეობებს.
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
- ფიქრობ, რომ გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნება;
- ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი ;
- გაქვს ფინანსური ანალიზის უნარი და ხარ პასუხისმგებლიანი;
- მუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებს;
- გაქვს ლოგიკური აზროვნება;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი;
- საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა, გამართული მეტყველება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
- პრიორიტეტი მიენიჭება ავტომანქანის ფლობელებს.
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე 09:30-18:30;
- ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების შესაბამისად), ფიქსირებულ ხელფასი + ბონუსი;
- დასაშვებია კურს დამთავრებული ან დამამთავრებელი კურსზე მყოფი სტუდენტების კანდიდატურის განხილვა.
- გამოსაცდელი ვადა 1 თვე.
- წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში დაწინაურება საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე, შესაბამისი ანაზღაურების გაზრდით.
ჩვენ გთავაზობთ :
- დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
- სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში;
- პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას .
მნიშვნელოვანი პირობა:
გთხოვთ, ვაკანსიის განაცხადის გამოგზავნისას ტექსტში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ჯამური (ხელფას დამატებული ბონუსი) ანაზღაურების ოდენობა და ასევე, სავარაუდოთ თვეში რამდენი ახალი მსესხებელის მოზიდვას შეძლებთ.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: express.capital.plus@gmail.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „გაყიდვების ოფიცერი თბილისში“ . სათაურის და ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!