საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი მულტინაციონალური საბავშვო ბრენდების (ჰგაგისი, ჰაინცი, ნუტრილონი, პლასმონი, მალიუტკა, ბიუბჰენი, ნუკი და სხვა ) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში ტრეიდ მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო აღწერილობა
- ტრეიდ-მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და შესრულების პროცესის მართვა. მარკეტინგის, გაყიდვების და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო ურთიერთობა, ბიზნეს პროცესების სწორად და ეფექტურად მართვისთვის.
- სხვადასხვა გაყიდვების არხების სტრატეგიული განვითარების წლიური გეგმის შემუშავება და მისი შემდგომი რეალიზება. (ქსელური სავაჭრო ობიექტები, არაქსელური, საბითუმო და სხვა.)
- გაყიდვების სხვადასხვა არხებისთვის (ქსელური სავაჭრო ობიექტები, არაქსელური, საბითუმო და სხვა.) უნიკალური ტრეიდ მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება კომპანიის პორტფელში არსებულ ბრენდებზე
- გაყიდვების არხებში განხორციელებლული ტრეიდ მარკეტინგული აქტივობების შედეგების ანალიზი.
- ბაზრის და გაყიდვების არხების ცვალებადი დინამიკიდან გამომდინარე ახალი და ეფექტური სტრატეგიის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის კონკურენტებთან მიმართებაში უპირატესობას და ეფექტურობას.
- კონკურენტების ტრეიდ-მარკეტინგული აქტივობების რეგულარული მონიტორინგი გაყიდვების არხების მიხედვით და მისი შემდგომი ანალიზი ეფექტური ტრეიდ-აქტივობების დაგეგმისთვის.
- შესრულებული ტრეიდ-მარკეტინგული აქტიობების გაყიდვების შედეგების შეფასება და მისი ფინანსური ანალიზი კომპანიის მიერ დაგეგმილი მიზნებიდან გამომდინარე.
- მარკეტინგის და გაყიდვების სამსახურთან მჭიდრო ურთიერთობა/კომუნიკაცია ახალ პროდუქტთან და ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით დისტრიბუციის, მერჩენდაიზინგის და გაყიდვების დეპარტამენტთან შემდგომი კომუნიკაციისთვის.
- კონკურენტების ფასების ყოველთვიური მონიტროინგი , მისი რეგულარული ანალიზი, გარკვეული პერიოდულობით კონკურენტების ფასებიდან გამომდინარე ფასის რეკომენდაციის გაწევა.
- პორტფელში არსებული პროდუქტების ფასების კონტროლი და მისი შემდგომი ადმინისტრირება, ანალიზი
- კომპანიის პორტფელში ახალი პროდუქტის სტრატეგიული განვითარების დაგეგმვა, მეორადი განთავსების დაგეგმა , პლანოგრამის შემუშავება , მერჩენდაიზინგის სამსახურთან კომუნიკაცია, დისტრიბუციის კონტროლი , და სხვა.
მოთხოვნები:
- ბაკალავრის ან მაგისტრატურის დიპლომი ბიზნესის ადმინისტრირებაში, მარკეტინგში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
- შესაბამისი გამოცდილება: 5 წლიანი გაყიდვების, ვაჭრობის და კატეგორიის გამოცდილება FMCG ბაზარზე.
- კატეგორიის მართვის უნარები.
- ანალიტიკური უნარ - ჩვევები.
- კარგი პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი
- Excel და PowerPoint მაღალ დონეზე ცოდნა
სამუშააო პირობები:
- ორშაბათი - პარასკევი
- სამუშაო საათები 10:00 – 18:00
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად. გასაუბრებაზე შეთანხმებით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.