საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი, ფერმა და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში საწყობის თანამშრომლის (მუშა) თანამდებობაზე:
აუცილებელი მოთხოვნები:
- საწყობში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
მოვალეობები:
- აკომპლექტებს მიღებულ შეკვეთებს;
- აწესრიგებს საწყობს, სწორად განალაგებს პროდუქციას კომპანიაში დადგენილი წესის შესაბამისად;
- აკონტროლებს პროდუქციის ვარგისიანობის ვადებს და ყურადღებას აქცევს კომპანიის კუთვნილი პროდუქციის ვარგისიანობის ვადების მიხედვით დალაგებას;
- სატრანსპორტო საშუალებებში (სატვირთო მანქანებში) ჩატვირთოს შეკვეთილი პროდუქცია, ასევე ჩამოტვირთოს სატრანსპორტო საშუალებებიდან მიღებული ან უკან დაბრუნებული პროდუქცია და დაასაწყობოს;
- ასრულებს ნებისმიერი სხვა სახის დავალებას, სხვადასხვა მითითებებს და დავალებებს, ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით.
სამუშაოს გრაფიკი და ანაზღაურება:
- განაკვეთი- სრული
- ანაზღაურება - ფიქსირებული 800 ლარი + ბონუსი
- ხელფასი ზრდის პერსპექტივით.
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- შრომისმოყვარეობა
- გუნდურობა
- ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.