სტანდარტული

შერჩევის სპეციალისტის / რეკრუტერი

18 იანვარი - 17 თებერვალი
დეტალები
მისამართი
კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
MS Office-ის პროგრამების ცოდნა, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე

ვაკანსიის აღწერა

სამედიცინო კომპანია  აცხადებს ვაკანსიას შერჩევის სპეციალისტის / რეკრუტერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღომი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-დან 18:00-მდე;

 

ფუნქცია/მოვალეობები:

  • რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კორპორაციული ღირებულებების შესაბამისად
  • ვაკანსიის განაცხადის მომზადება და განთავსება სხვადასხვა პლატფორმებზე;
  • ვაკანსიის გავრცელების და აპლიკანტთა მოზიდვის სხვადასხვა გზების მოძიება;
  • რეზიუმეების გადარჩევა; ტესტირებისა და  გასაუბრებების ორგანიზება/ჩატარება;
  • გასაუბრებისათვის, პოზიციის შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების მომზადება;
  • აპლიკანტთა ბაზების წარმოება და პერიოდული რეპორტინგი;
  • ონბორდინის  პროცესში ჩართულობა;
  • HR დეპარტამენტის სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სოციალური მეცნიერებების/ფსიქოლოგიის მიმართულებით);
  • სასურველია შერჩევის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

შერჩევის ეტაპები მოიცავს IQ ტესტირებასა და გასაუბრებას

 

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

 

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

 

18 იანვარი - 17 თებერვალი