Premium

გაყიდვების ხელმძღვანელი

18 January - 17 February
Details
Address
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

კომპანია "ლეალტორი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე. 

კომპანია Lealtor არის წამყვანი მაღალტექნოლოგიური უძრავი ქონების სააგენტო საქართველოში. ჩვენი გამოცდილი გუნდისა და ინოვაციური პლატფორმების დახმარებით ვქმნით ყველა იმ ბერკეტს, რომელიც საჭიროა შედეგების მარტივად და სწრაფად მისაღწევად. სააგენტოს მომსახურება მოიცავს როგორც უძრავი ქონების ყიდვას, გაყიდვას, ქირავნობას, ასევე ამ პროცესის სწორად წარმართვისთვის დახმარებას. ჩვენი მიზანია უძრავი ქონების ინდუსტრიაში გავზარდოთ სტანდარტები და მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი მომსახურება, რადგან ჩვენი გუნდი ორიენტირებულია პროფესიონალიზმზე, მუდმივ განვითარებასა და ინოვაციურ მიდგომებზე. 

სამუშაო ადგილი: თბილისი, მერაბ კოსტავა 14. სასტუმრო სტამბას ქო-ვორქინგ სივრცე; 
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ; 
ექვემდებარება: დამფუძნებელს; 

კვალიფიკაცია:

  • აუცილებელია 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით); 
  • უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
ძირითადი მოვალეობები: 

  • კლიენტებთან კომუნიკაცია; 
  • კლიენტების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების დაგეგმვა; 
  • ჩვენ პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებთან შეხვედრის დაორგანიზება; 
  • გუნდის დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება; 
  • გუნდის მართვა; *
  • CRM პლატფორმაში მუშაობა; ჩვენი კომპანია გთავაზობთ: 
  • განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობა; 
  • წვდომას უძრავი ქონების აგენტების ფართო აუდიტორიაზე; 
  • მარკეტინგისთვის გამოყოფილი დიდ ბიუჯეტი; 
  • იურიდიული და ბუღალტრული მხარდაჭერა; 
  • პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო; 
  • კომფორტული სამუშაო სივრცე; 
  • კარიერული ზრდისა და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა; 
  • მაღალანაზღაურებადი საბონუსე სისტემა; 
  • ულიმიტო სასაუბრო დრო და მობილური ინტერნეტი; 
თუ გაქვს ინტერესი გაყიდვების მიმართულებით , გაქვთ სურვილი გქონდეთ მაღალი ანაზღაურება და გიყვართ ადამიანებთან კომუნიკაცია გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

კომპანია „ლეალტორი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
18 January - 17 February