Standart

კორპორატიული შეკვეთების უფროსი მენეჯერი

21 January - 20 February
Details
Address
ბარამიძის ქუჩა, თბილისი
Salary
>1600 ₾
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
10:00 - 18:00
Languages
ქართული
Experience
3-5 years
Education
Bachelor

Vacancy description

კორპორაციული შეკვეთების უფროსი/მენეჯერი

ოფისმარტი - ჩვენ უკვე 10 წელზე მეტია ვართ ელექტრონული კომერციის სფეროში და ვემსახურებით ასობით კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციას. ვამარაგებთ მათ სხვადასხვა სახის დასახელების საოფისე ნივთებით.  ოფისმარტში კარგად გვესმის მომხმარებლის მნიშვნელობა და მისი ცენტრალურობა. სწორედ ამიტომ ვეძებთ კიდევ ერთ გუნდის წევრს, რომელიც ჩვენთან ერთად იზრუნებს ჩვენს ძვირფას მომხმარებლებლებზე.


ლოკაცია: თბილისი, მეტრო გურამიშვილთან.
ვებ გვერდი:  
www.officemart.ge
განაკვეთი: სრული (40 სთ - კვირაში)
ანაზღაურება: 1600 ლარიდან

პოზიციის აღწერა:

როგორც კორპორაციული შეკვეთების მენეჯერი თქვენ პასუხისმგებელი იქნებით კორპორაციული შეკვეთების მიღებაზე, მათ პროგრამულ გაწერაზე, მომხმარებლებთან ურთიერთობასა და მათი შეკვეთების კოორდინირებაზე.

გექნებათ შესაძლებლობა ჩაერთოთ სტრატეგიების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში, რომელიც წაახალისებს გაყიდვებსა და გაზრდის ბრენდის ცნობადობას. ასევე ახალი ბიზნეს შესაძლებლობების კვლევაში და არსებული საოპერაციო პროცედურების ოპტიმიზაციაში.

ყოველდღიური მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მენეჯმენტი.
  • შეკვეთების მიღება; სხვდასხვა არხებით (ონლაინ, ელფოსტით, ტელეფონით და ა.შ)
  • მომხმარებელთებთან სწორი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება
  • შეკვეთების დამუშვება-გაწერა; სხვდასხვა პროგრამაში მუშაობა (Excel, Fina, Asana)


უშუალო პასუხისმგებლობები:

  • მომხმარებლებზე ზრუნვა.
  • კომპანიის რეპუტაციაზე ზრუნვა.
  • შეკვეთების სწორი პროგრამული ასახვა.
  • საკონსიგნაციო პირობების კონტროლი.
  • კომპანიის საერთო ღირებულებების გაზიარება; საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა, გუნდურობა, მომხმარებლის ცენტრალურობა, სიახლეებისადმი მიდრეკილება, მუდმივი განვითარება, ურთიერთ პატივისცემა და საერთო მოტივაციაზე ზრუნვა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესანიშნავი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი (დისტანციური კომუნიკაცია).
  • რამდენიმე საკითხის ერთდროულად მართვის უნარი.
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.
  • კორპორაციულ მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილება.
  • გრძელვადიანი სტრატეგიის გეგმირების უნარი ჩაითვლება უპირატესობად.
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 
  • B2B და/ან Ecommerce -ში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • Microsoft Office, Fina (ან მსგავსი), Asana (ან მსგავსი) - მუშაობის გამოცდილება და ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • ინგლისური და სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

თუ თქვენთვის მნიშნელოვანია საკუთარი ცოდნის, გამოცდილების, იდეებისა და სულისკვეთების რეალიზაციის ფართო შესაძლებლობები მაშინ ეს სამსახური ნამდვილად თქვენთვისაა !


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV.


სურვილის შემთხვევაში მოკლედ მოგვწერეთ, რატომ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით.  


CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

Location
ბარამიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
21 January - 20 February