სტანდარტული

კორპორატიული შეკვეთების ოპერატორი

21 იანვარი - 20 თებერვალი
დეტალები
მისამართი
ბარამიძის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
>900 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
ენები
ქართული
გამოცდილება
გამოცდილების გარეშე
განათლება
ბაკალავრი

ვაკანსიის აღწერა

კორპორატიული შეკვეთების ოპერატორი

ოფისმარტი - ჩვენ უკვე 10 წელზე მეტია ვართ ელექტრონული კომერციის სფეროში და ვემსახურებით ასობით კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციას. ვამარაგებთ მათ სხვადასხვა სახის დასახელების საოფისე ნივთებით.  ოფისმარტში კარგად გვესმის მომხმარებლის მნიშვნელობა და მისი ცენტრალურობა. სწორედ ამიტომ ვეძებთ კიდევ ერთ გუნდის წევრს, რომელიც ჩვენთან ერთად იზრუნებს ჩვენს ძვირფას მომხმარებლებლებზე.


ლოკაცია: თბილისი, მეტრო გურამიშვილთან.
ვებ გვერდი:  
www.officemart.ge
განაკვეთი: სრული - 10:00 – 18:00 / შაბათს 11:00 – 16:00
ანაზღაურება: 900 ლარიდან

პოზიციის აღწერა:

როგორც კორპორაციული შეკვეთების ოპერატორი, თქვენ პასუხისმგებელი იქნებით კორპორაციული შეკვეთების მიღებაზე, მათ პროგრამულ გაწერაზე, მომხმარებლებთან ურთიერთობასა და მათი შეკვეთების კოორდინირებაზე.

ყოველდღიური მოვალეობები:

  • შეკვეთების მიღება; სხვადასხვა არხებით (ონლაინ, ელფოსტით, ტელეფონით და ა.შ).
  • მომხმარებლებთან სწორი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.
  • შეკვეთების დამუშვება-გაწერა; სხვადასხვა პროგრამაში მუშაობა (Excel, Fina, Asana).


უშუალო პასუხისმგებლობები:

  • მომხმარებლებზე ზრუნვა.
  • კომპანიის რეპუტაციაზე ზრუნვა.
  • შეკვეთების სწორი პროგრამული ასახვა.
  • საკონსიგნაციო პირობების კონტროლი.
  • კომპანიის საერთო ღირებულებების გაზიარება; საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა, გუნდურობა, მომხმარებლის ცენტრალურობა, სიახლეებისადმი მიდრეკილება, მუდმივი განვითარება, ურთიერთ პატივისცემა და საერთო მოტივაციაზე ზრუნვა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი (დისტანციური კომუნიკაცია).
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა


თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სწავლა, ახალი ცოდნის შეძენა და სასიამოვნო სამუშაო გამოცდილების დაგროვება, მაშინ ეს სამსახური ნამდვილად თქვენთვისაა !

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV.

სურვილის შემთხვევაში მოკლედ მოგვწერეთ, რატომ დაინტერესდით ამ ვაკანსიით.


CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

მისამართი
ბარამიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
21 იანვარი - 20 თებერვალი