შპს პისიშოპ.ჯი, კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა.
დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/
კომპანია „პისიშოპ.ჯი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
სალარო ოპერაციების წარმოება;
ნაღდი და საბარათე ანგარიშსწორებით სალაროს ოპერაციების შესრულება;
სალაროში არსებული თანხის კონტროლი;
სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშფაქტურების გამოწერა;
წარმოებული ოპერაციების ყოველდღიური შედარება და სიზუსტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
სასურველია ინგლისური და რუსული ენის ფლობა.
პიროვნული თვისებები:
შრომისმოყვარეობა;
დროის ეფექტურად მართვა;
კომუნიკაბელურობა;
ახლის სწავლის უნარი.
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პუნქტუალურობა;
მოტივირებულობა;
შედეგზე ორიენტირებულობა;
ენერგიულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
სწავლას და კარიერულ წინსვლას;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად.