"
2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია, რომელმაც 2010 წლიდან უბნის მაღაზიის ფორმატით პირველმა დაიწყო ოპერირება. ამ დროიდან მოყოლებული, ქსელი დღითიდღე ფართოვდება და ამჟამად 430-მდე მაღაზიით არის წარმოდგენილი და არის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი ქვეყნის მასშტაბით.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას
უმცროსი IT სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, სამუშაო ცვლების შესაბამისად: 09:00-18:00; 14:00-23:00
ანაზღაურება:
1350 ლარიჩვენ გთავაზობთ:
- განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საწვავისა და ავტომობილის ცვეთის ხარჯის ანაზღაურებას;
- საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
- პოზიტიურ სამუშაო გარემოს პროფესიონალ გუნდთან ერთად.
ფუნქციები:
- კომპანიის სათაო ოფისში, მაღაზიებსა და საწყობში შიდა ქსელის მონტაჟი და რეკონსტრუქცია;
- კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების, სასწორების, სალაროს ფისკალური აპარატების მონტაჟი და პროგრამულად გამართვა;
- სწრაფი გადახდის აპარატების მონტაჟი და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
ვაკანსიის მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- საკუთარი ავტომობილის ფლობა;
- OS ოპერაციული სისტემების: Windows XP, Windows 7, Windows 8.1 Windows 10, Windows Server ცოდნა;
- ქსელის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
- რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა ტექნიკის თანმდევი დოკუმენტაციის წაკითხვის დონეზე;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოხერხებულობა და სისხარტე;
- ორიენტირებულობა ახალი ტენდენციების გაცნობისა და პროფესიულ განვითარებაზე.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 21 თებერვალი , 2024 წელი
ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!