Standart

უმცროსი IT სპეციალისტი

22 January - 21 February
Details
Address
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი
Salary
1350 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია, რომელმაც 2010 წლიდან უბნის მაღაზიის ფორმატით პირველმა დაიწყო ოპერირება. ამ დროიდან მოყოლებული, ქსელი დღითიდღე ფართოვდება და ამჟამად 430-მდე მაღაზიით არის წარმოდგენილი და არის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი ქვეყნის მასშტაბით.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი IT სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, სამუშაო ცვლების შესაბამისად: 09:00-18:00; 14:00-23:00
ანაზღაურება: 1350 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საწვავისა და ავტომობილის ცვეთის ხარჯის ანაზღაურებას;
  • საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
  • პოზიტიურ სამუშაო გარემოს პროფესიონალ გუნდთან ერთად.
ფუნქციები:

  • კომპანიის სათაო ოფისში, მაღაზიებსა და საწყობში შიდა ქსელის მონტაჟი და რეკონსტრუქცია;
  • კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების, სასწორების, სალაროს ფისკალური აპარატების მონტაჟი და პროგრამულად გამართვა;
  • სწრაფი გადახდის აპარატების მონტაჟი და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
ვაკანსიის მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • საკუთარი ავტომობილის ფლობა;
  • OS ოპერაციული სისტემების: Windows XP, Windows 7, Windows 8.1 Windows 10, Windows Server ცოდნა;
  • ქსელის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
  • რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა ტექნიკის თანმდევი დოკუმენტაციის წაკითხვის დონეზე;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოხერხებულობა და სისხარტე;
  • ორიენტირებულობა ახალი ტენდენციების გაცნობისა და პროფესიულ განვითარებაზე.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 21 თებერვალი , 2024 წელი

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!


Slogan
დაზოგე მარტივად !
Location
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
22 January - 21 February