"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.
კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა „გეფა“ მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასევე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ბრენდს Carter’s და ქალის თეთრეულის ერთ-ერთ წამყვან ბრენდს Triumph-ს.
გეფა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და კორპორატიული კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!
კომპანია „გეფა“ ეძებს გუნდის ახალა წევრს შემდეგ პოზიციაზე: ბოდი შოფის მარკეტინგის მენეჯერს კავკასიის რეგიონისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- ბოდი შოფის ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება სამივე ქვეყნისთვის,
- ბრენდის საიმიჯო და მას მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და აღსრულება;
- მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;
- ბოდი შოფის საცალო ობიექტების მარკეტინგული ინვენტარის/გაფორმების ბრენდის გლობალურ ტრენდთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ბრენდის სათაო ოფისთან მარკეტინგული რეპორტინგი;
- ბრენდის სავაჭრო აქტივობების მარკეტინგული და სარეკლამო მხარდაჭერის დაგეგმვა და უზრუნველყოფა;
- CSR აქტივობების დაგეგმვა და აღსრულება, ბრენდის გლობალური ღირებულებების გათვალისწინებით;
- წელიწადში 2-ჯერ სომხეთსა და აზერბაიჯანში მივლინება;
- ახალი ობიექტების გახსნაში მონაწილეობა - მარკეტინგული ინვენტარის ბრენდის გლობალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დაგეგმვა, აღსრულება და კონტროლი;
- სხვადასხვა მარკეტინგული ივენთების ორგანიზება;
- ბოდი შოფის სოციალური გვერდებისა და ვებ გვერდის მართვის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან/და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა; რუსული ენის ცოდნა სასურველია;
- მარკეტინგის თანამედროვე პრაქტიკების ცოდნა სავალდებულოა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა სავალდებულოა;
- სოციალური მედიის მართვის ცოდნა და გამოცდილება სავალდებულოა;
- ქართულად გამართულად წერის და საუბრის უნარები სავალდებულოა.
დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV. დასაქმება მოხდება შესაფერისი კანდიდატის მომართვისთანავე.
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს „გეფა“-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.