Standart

საცალო გაყიდვების წარმომადგენელი (თბილისი)

22 January - 21 February
Details
Address
25 ყაზბეგის გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

„დილაითი“ კონცეპტუალური ტიპის სანათების შოურუმია, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია დიზაინერული, არქიტექტურული, ტექნიკური სანათები, ასევე ფურნიტურა (ჩამრთველები, როზეტები) და განათების აქსესუარები. 
 
„დილაითი“-ს თბილისის და ბათუმის შოურუმში, ვეძებთ საცალო გაყიდვების წარმომადგენლებს

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელთან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების სრული დაცვა;
  • მომხმარებლისათვის კვალიფიციური დახმარების გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
  • მომხმარებელთან ეფექტური და თავაზიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • სალარო აპარატთან მუშაობის წესების ცოდნა;
  • სალაროში არსებული თანხის კონტროლი;
  • შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
  • მეილზე მოთხოვნების შემოწმება და შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება;
  • აღწერის ჩატარება თვეში ერთხელ;
  • შოურუმში თაროებზე პროდუქციის შევსება;
  • გაყიდული პროდუქციის მიწოდების დაგეგმვა ლოჯისტიკის სამსახურთან კოორდინირებით;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
  • სასაუბრო დონეზე ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, მიხეილ ლერმონტოვის N 71 და ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის N 25
სამუშაო დრო: კვირაში 40 საათი

„დილაითი“ გთავაზობთ კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას, მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს. 
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა  2024 წლის 22 თებერვალი

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს www.delight.ge   

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს „ინსტა“-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, „ინსტა“-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 1 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს „ინსტა“-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

Location
25 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
22 January - 21 February