ვიგრუპი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე
wegroup-ი საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულებისა და აქსესუარების
ბაზარზე, მაღაზიების ქსელით REDBERRY და MANDARINA. კომპანია თავისი არსებობის განმავლობაში მუდმივად ფართოვდება და აძლიერებს ახალ მიმართულებებს.
wegroup-ი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე ქ.თბილისში.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
• კარიერული ზრდის შესაძლებლობა
• სტაბილური სამსახური
• კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
• ჯანსაღი სამუშაო გარემო
• სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფა
სამუშაო პირობები:
• სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა.
• სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00 სთ
ფუნქცია-მოვალეობები:
• საწყობში საქონლის და მატერიალური ფასეულობების შენახვისა და გაცემის პროცესში დახმარება
• იმპორტირებული სამკაულების დასაწყობება
• მაღაზიების სამკაულებით და მათი შესაფუთი მასალებით რეგულარული მომარაგების უზრუნველყოფა
• ფილიალების აღწერა წინასწარ დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად
• ინვენტარიზაციის პროცესის წარმართვა
• წუნდებული პროდუქციის პერიოდული აღრიცხვა
• საწყობში წესრიგისა და სისუფთავის კონტროლი
• უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
• გამოცდილება მარაგების აღწერაში, ნაშთებისა და საჭირო დოკუმენტების მომზადების კონტროლშ
• უპირატესობად ჩაითვლება მარაგების მართვისთვის განკუთვნილ პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება/ცოდნა
• უმაღლესი განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის, ან მაგისტრატურის საფეხურზე მყოფი სტუდენტი)
• აუცილებელია საოფისე პროგრამების Microsoft Office-ის ცოდნა, Excel-ის სრულყოფილი ფლობა.
პიროვნული მახასიათებლები:
დაინტერესებული პირებს გთხოვთ შეავსოთ გამარტივებული აპლიკაცია ბმულზე: http://bit.ly/40DIO75
გისურვებთ წარმატებებს!