Standart

ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტი

24 January - 23 February
Details
Address
თბილისი
Salary
1625-2000 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

თუ შენ გინდა გამოცდილების მიღება ფინანსების სფეროში, გჭირდება ფინანსური უნარ-ჩვევების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩამოყალიბება და განვითარება, მაშინ მოცემული ვაკანსია ზუსტად შენთვისაა. 

სამედიცინო კომპანიების ჰოლდინგი „ვივო მედიქალ ჯგუფი“, რომლის მფლობელობაშია წამყვანი ქართული კლინიკები, ისეთები, როგორიცაა: „ინოვა“, „ჟორდანიას კლინიკა“, „ბოხუას სახელობის კლინიკა“ და სხვები, ეძებს ფინანსური განათლების მქონე დამწყებ სპეციალისტებს, ჰოლდინგის რეპორტინგის დეპარტამენტში სამუშაოდ. 

რეპორტინგის დეპარტამენტის ფუნქციები ჰოლდინგისთვის უმნიშვნელოვანესია და მოიცავს შემდეგ ამოცანებს:

  • IFRS სტანდარტების მიხედვით ყოველთვიური ფინანსური ანგარიშების მომზადება თითოეული კომპანიისთვის ცალ-ცალკე და ასევე ჯგუფის კონსოლიდირებული ანგარიშება;
  • BIG4-ის შუალედური და წლიური აუდიტის წარმატებით გავლა;
  • სხვადასხვა ტიპის რეპორტინგი და ანალიტიკა; 
  • საერთაშორისო საინვესტიციო ბორდისთვის პრეზენტაციების მომზადება, რეპორტინგი, კრების ოქმების შედგენა;
  • ურთიერთობა წამყვან ქართულ ბანკებთან, საბანკო პროდუქტებით სარგებლობის პროცესების მართვა;
  • ახალი პროექტების ფინანსური მოდელების შედგენა, კრიტიკული განხილვა, წარდგენა მენეჯმენტისთვის, შესაბამისი დაფინანსების მოპოვებაზე მუშაობა; 
  • ფინანსური პერიოდის დახურვაში მონაწილეობა;
  • გუნდში მუშაობა სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან (ბუღალტერია, HR, იურიდიული სამსახური, პროგრამული უზრუნველყოფა) სხვადასხვა შიდა პროექტის ჭრილში. 
იმისთვის, რომ ადვილად შეძლო ადაპტირება, დაგჭირდება:

  • ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების პრინციპების ცოდნა;
  • Microsoft office-ის პროგრამებში გამართულად მუშაობის უნარი, განსაკუთრებით კი Excel-სა და PPT-ში;
  • ასევე ინგლისურ ენაზე გამართულად წერის უნარი. 
ყველა ზემოთაღწერილი ამოცანის შესასრულებლად საჭირო მეთოდებსა და პრაქტიკულ მიდგომებს კი რეპორტინგის გამოცდილი გუნდი ადგილზე შეგასწავლის, დაგეხმარება ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაში - საბოლოოდ, მოკლე ვადაში შესაძლებელი უნდა იყოს ამოცანების სრული დელეგირება შენზე. 

ანაზღაურების სისტემა პირველ ეტაპზე: გროს 1625-2000 ლარის ფარგლებში. გეგმაშია ანაზღაურების ზრდა თანამშრომლის განვითარებასთან ერთად (როგორც უნარ-ჩვევების მიხედვით, ასევე პოზიციურად). 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!

Category
Medical
Healthcare
Administration
Finances
Accounting
Management
Customer relations
Slogan
ჩვენ ვზრუნავთ
Location
კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
24 January - 23 February