თუ შენ გინდა გამოცდილების მიღება ფინანსების სფეროში, გჭირდება ფინანსური უნარ-ჩვევების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩამოყალიბება და განვითარება, მაშინ მოცემული ვაკანსია ზუსტად შენთვისაა.
სამედიცინო კომპანიების ჰოლდინგი „ვივო მედიქალ ჯგუფი“, რომლის მფლობელობაშია წამყვანი ქართული კლინიკები, ისეთები, როგორიცაა: „ინოვა“, „ჟორდანიას კლინიკა“, „ბოხუას სახელობის კლინიკა“ და სხვები, ეძებს ფინანსური განათლების მქონე დამწყებ სპეციალისტებს, ჰოლდინგის რეპორტინგის დეპარტამენტში სამუშაოდ.
რეპორტინგის დეპარტამენტის ფუნქციები ჰოლდინგისთვის უმნიშვნელოვანესია და მოიცავს შემდეგ ამოცანებს:
- IFRS სტანდარტების მიხედვით ყოველთვიური ფინანსური ანგარიშების მომზადება თითოეული კომპანიისთვის ცალ-ცალკე და ასევე ჯგუფის კონსოლიდირებული ანგარიშება;
- BIG4-ის შუალედური და წლიური აუდიტის წარმატებით გავლა;
- სხვადასხვა ტიპის რეპორტინგი და ანალიტიკა;
- საერთაშორისო საინვესტიციო ბორდისთვის პრეზენტაციების მომზადება, რეპორტინგი, კრების ოქმების შედგენა;
- ურთიერთობა წამყვან ქართულ ბანკებთან, საბანკო პროდუქტებით სარგებლობის პროცესების მართვა;
- ახალი პროექტების ფინანსური მოდელების შედგენა, კრიტიკული განხილვა, წარდგენა მენეჯმენტისთვის, შესაბამისი დაფინანსების მოპოვებაზე მუშაობა;
- ფინანსური პერიოდის დახურვაში მონაწილეობა;
- გუნდში მუშაობა სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან (ბუღალტერია, HR, იურიდიული სამსახური, პროგრამული უზრუნველყოფა) სხვადასხვა შიდა პროექტის ჭრილში.
იმისთვის, რომ ადვილად შეძლო ადაპტირება, დაგჭირდება:
- ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების პრინციპების ცოდნა;
- Microsoft office-ის პროგრამებში გამართულად მუშაობის უნარი, განსაკუთრებით კი Excel-სა და PPT-ში;
- ასევე ინგლისურ ენაზე გამართულად წერის უნარი.
ყველა ზემოთაღწერილი ამოცანის შესასრულებლად საჭირო მეთოდებსა და პრაქტიკულ მიდგომებს კი რეპორტინგის გამოცდილი გუნდი ადგილზე შეგასწავლის, დაგეხმარება ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაში - საბოლოოდ, მოკლე ვადაში შესაძლებელი უნდა იყოს ამოცანების სრული დელეგირება შენზე.
ანაზღაურების სისტემა პირველ ეტაპზე: გროს 1625-2000 ლარის ფარგლებში. გეგმაშია ანაზღაურების ზრდა თანამშრომლის განვითარებასთან ერთად (როგორც უნარ-ჩვევების მიხედვით, ასევე პოზიციურად).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!