Holiday Inn Tbilisi- ი აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- დასუფთავების დეპარტამენტის საქმიანობის პროცესის ზედამხედველობა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია;
- დეპარტამენტის თანამშრომელთათვის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი ტრენინგის დანერგვა ორგანიზება: (შინაარსი, ჩატარების რაოდენობა და სხვა);
- დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი: ჯანმრთელობის, უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისობის დაცვის კუთხით;
- საწყობში არსებული მარაგების კონტროლი.
- დეპარტამენტის საქმიანობის „სტანდარტული საოპერაციო პროცედურის“ (SOP) დოკუმენტის შემუშავება/განახლება;
- დეპარტამენტის ბიუჯეტის გაწერა, მონიტორინგი;
- სხვადასხვა დეპარტამენტებთან აქტიური ჩართულობა და კომუნიკაცია, საქმის სპეციფიკიდან და საჭიროებიდან გამომდინარე.
საჭირო უნარები:
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- სასტუმროების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- გამართული მეტყველება ქართულსა და ინგლისურ ენაზე;
- გუნდის მართვის უნარი;
- დელეგირების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
დამატებითი სარგებელი:
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 თებერვლამდე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.