Premium

ტექნიკური მხარდამჭრი სწრაფი კვების ობიექტებში

29 January - 28 February
Details
Address
თბილისის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Shifts
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული
Experience
Less than a year
Education
Bachelor
Department
Information technology

Vacancy description

ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია  აცხადებს ვაკანსიას   სწრაფი კვების ობიექტებში პირველი დონის ტექნიკური მხარდამჭერის  პოზიციაზე  . თბილისში.


პოზიციის მოვალეობებია:


  • ობიექტებზე ადგილზე გასვლით ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება და შეძლებისდაგვარად აღმოფხვრა
  • გაწერილი რეაგირების ვადების დაცვა
  • ტექნიკური მოწყობილობების ფიზიკური ინსტალაცია
  • არსებული ხარვეზების ესკალაცია
  • დადგენილი სტანდარტების დაცვა

აღნიშნული პოზიცია არ ითვალისწინებს IT მიმართულებით  გამოცდილების აუცილებლობას. თუ გაქვს  თეორიული ცოდნა და სურვილი მოხვდე IT სამყაროში, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. პოზიციისთვის საჭირო ცოდნას აქ , ჩვენს გუნდში მოხვედრისას გაგიზიარებთ.


ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:


  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • 36 საათიანი სამუშაო კვირა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;

სასურველია მუშაობის გამოცდილება- ფისკალურ აპარატებთან, თერმულ პრინტერებთან, შეკვეთის მოწყობილობებთან .  სწრაფი კვების ობიექტებში მუშაობის გამოცდილებას კი უპირატესობა  მიენიჭება.

 

კომპანია  უკვე 15  წელზე მეტია  ოპერირებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე საქართველოს მასშტაბით და მისი დამკვეთები სხვადასხვა პროფილის   ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიები  არიან. შესაბამისად, გუნდში მოხვედრით გეძლევა შესაძლებლობა დაწინაურდე სხვა პოზიციებზე.


გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ  რეკრუტინგის ეტაპი, შერჩეულ კანდიდატებთან პირველადი გასაუბრება, განხორციელდება ონლაინ პლატფორმის, Zoom ის  საშუალებით.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ  თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე,  "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, და მათ შორის შესაძლოა შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდდამხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას არაუმეტეს 1 წლისა.

 

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან! წარმატებებს გისურვებთ!

Category
Information Technologies
29 January - 28 February