პრემიუმი

პროექტის მენეჯერი

14 თებერვალი - 29 თებერვალი
დეტალები
მისამართი
წერეთლის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
ენები
English, Русский
განათლება
ბაკალავრი
უნარები
Office პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება, ზოგადი მენეჯმენტისა და პროექტების მენეჯმენტის ცოდნა

ვაკანსიის აღწერა

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს  ცნობილი მულტინაციონალური საბავშვო ბრენდების (ჰგაგისი, ჰაინცი, ნუტრილონი, მალიუტკა,ბიუბჰენი,ნუკი  და სხვა ) დისტრიბიუტორს საქართველოში  აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, პროექტის მართვის ან მენეჯმენტის მიმართულებით);
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ზოგადი მენეჯმენტისა და პროექტების მენეჯმენტის ცოდნა;
  • Office პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • პრეზენტაბელურობა
  • პუნქტუალურობა
  • შრომისმოყვარეობა
  • მენეჯერული უნარები;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლოსბის გრძნობა

 

მოვალეობები:

  • პროექტის მართვა და ზედამხედველობა, პროექტით გათვალისწინებული მიზნების და ამოცანების შესრულება.
  • პროექტის კალენდარული გრაფიკის მომზადება
  • არსებული დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და დავალებების მიცემა
  • პროექტის ბიუჯეტის, მასალათა და ადამიანური რესურსების, დროის დაგეგმვა, კონტროლი და მართვა;
  • მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან , მათ შორის დამკვეთთან, მათთან ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი სამსახურისთვის მიწოდება;
  • პროექტების მომავალი განვითარების შეფასება და მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება;
  • პროექტებთან დაკავშირებული ანგარიშების რეგულარული ფორმირება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.

სამუშააო პირობები:

ორშაბათი - პარასკევი

სამუშაო საათები 10:00 – 18:00

ჯანმრთელობის დაზღვევა

ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად. გასაუბრებაზე შეთანხმებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.

მისამართი
წერეთლის გამზირი, თბილისი, საქართველო
14 თებერვალი - 29 თებერვალი