Premium

ინგლისურენოვანი ტურ-მენეჯერი

14 February - 02 March
Details
Address
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

შემომყვანი ტურისტული სააგენტო  მიმინო კავკასიაში“  ეძებს კანდიდატს  ინგლისურენოვანი ტურ-მენეჯერის  პოზიციაზე.


კომპანია აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე 12+ წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, მათი პრეფერენციების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება;
  • პარტნიორისგან მიღებული მოთხოვნის გაანალიზება, დამუშავება და ოპერატიული  საპასუხო კომუნიკაცია;
  • მომსახურების ხარისხის კონტროლი - მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღება და მომხმარებლის „ხმის“ გათვალისწინება; 
  • ტურის ჩატარების პროცესში პარტნიორთან პროაქტიული კომუნიკაცია.
  • საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად, ტურისტული პროდუქტების განახლება-გაუმჯობესების შესახებ ინიციატივის გამოჩენა;
  • პოზიციის სპეციფიკასთან იდეალურად თავსებადი აპლიკანტი ასე წარმოგვიდგენია:საქართველოს გეოგრაფიის, ტურისტულად მიმზიდველი ადგილების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • პრიორიტეტულია 2-4 წლიანი სამუშაო გამოცდილება შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით (გიდად, ტურ-მენეჯერად, პროდუქტის მენეჯერად);
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (ვერბალური და წერილობითი);
  • მიზანსწრაფული და შრომისმოყვარე, ფართო კომერციული ხედვით;
  • ემპათიური  და გულისხმიერი;

რას გთავაზობთ ჩვენ:


  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება, რომელიც ზრდადია ყოველწლიურად მიღწეული შედეგების მიხედვით;
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
  • ულიმიტო საკომუნიკაციო ხარჯები;
  • შვებულების 28 დღე;
  • სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად;

სამუშაო დრო კვირაში 40 საათი, 5 სამუშაო დღე (ორშ.-პარ.)


თუკი ეს ყველაფერი საინტერესოა თქვენთვის, თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიული კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, მოუთმენლად ველოდებით თქვენ შესახებ ინფორმაციას.


მადლობა „მიმინო კავკასიაში“ არსებული ღია პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

Location
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
14 February - 02 March