სტანდარტული

მერჩენდაიზერი

02 თებერვალი - 03 მარტი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

GASTRONOME GROUP- დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით,  კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი Brunch By Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს.

ვებგვერდზეhttps://gastronome.ge/ 
Facebook: 
https://www.facebook.com/gastronomegroupgeo 
Instagram:
https://www.instagram.com/gastronome_georgia/

 

GASTRONOME -ის  გუნდში ვეძებთ თანამშრომელს მერჩენდაიზერის პოზიციაზე


ძირითადი მოვალეობები:


  • პროდუქციის მერჩენდაიზინგის პრინციპების დაცვით განთავსება, საჭიროების შემთხვევაში ცვლილების დაგეგმვა და გადალაგების ორგანიზება
  • სავაჭრო სივრცეში სარეკლამო მასალების და სავაჭრო ინვენტარის  (შესაბამისი POS მასალები, სტელაჟები, კედლის პანელები, კალათები, საფირმო სტენდები, პრომო ზონა, სალაროები, ფასმაჩვენებლები და ა.შ.) შერჩევა, ბანერების, ნავიგაციების მოწყობის ორგანიზება
  • ახალი ბრენდის/პროდუქტის შემოტანის შემთხვევაში პროდუქციისთვის ადგილის განსაზღვრა, საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაცია, ისტრუქციის შემუშავება და ქსელის ინფორმირება
  • მარკეტინგული ღონისძიებების გათვალისწინებით სეზონურობის მიხედვით დარბაზის განლაგებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, სააქციო ზონების დაგეგმარება, შესაბამისი დეკორაციებისა და სპეციალური განლაგებების მოწყობა
  • ახალი ფილიალების გახსნის პროცესში მონაწილეობა
  • მერჩენდაიზინგის პრინციპების გათვალისწინებით განლაგებების შესახებ სამუშაო ინსტრუქციების, პრეზენტაციების  შემუშავება, ფილიალებისთვის მიწოდება და მისი შესრულების მონიტორინგი
  • ყოველდღიური, ყოველთვიური რეპორტების/პრეზენტაციების მომზადება
  • სისტემატიური მივლინებები ფილიალებში და მერჩაუდიტების ჩატარება, პრეზენტაციების მომზადება და არსებული ხარვეზების აღმოფხვრის ორგანიზება

მოთხოვნები:


  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე.
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება კვების საცალო ქსელში
  • აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებული თეორიული ცოდნა (ტრენინგები)

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი)

დასვენების დღეები : კვირაში 2 დღე

ჯანმრთელობის დაზღვევა: 3 თვის შემდეგ, კომპანიის დაფინანსებით

ანაზღაურება:  ფიქსირებული ანაზღაურება და  ბონუსი


თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მისამართი
PPVM+F9 თბილისი, საქართველო
02 თებერვალი - 03 მარტი