Standart

სოციალური მედია მენეჯერი

02 February - 18 February
Details
Address
142 აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა "გეფა" მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასევე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკის და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ბრენდს Carter`s და ქალის თეთრეულის ერთ-ერთ წამყვან ბრენდს Triumph-ს.

კომპანია "გეფა" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: სოციალურ მედია მენეჯერს საერთაშორისო ბრენდების The Body Shop/Allain Afflelou და Triumph-ის მიმართულებით

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: აკაკი ბელიაშვილის #142

მოვალეობები:

  • კონტენტ კალენდრის შედგენა და სწორ აუდიტორიაზე დიჯიტალ კამპანიების ჩაშვება;
  • სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და საკომუნიკაციო გეგმის აღსრულება და რეპორტინგი;
  • კონტენტ სტილის შედგენა და დიზაინერების გუნდთან ერთად აქტიურად დამუშავება სხვადასხვა კამპანიის ჭრილში;
  • ფბ/ინსტაგრამ გვერდების მართვა;
  • მარკეტინგის გუნდთან შეთანხმებით წინასწარ გაწერილი კონტენტ სტრატეგიის თაიმლაინში მართვა და შინაარსობრივი კონტენტის მოძიებაში ჩართვა;
  • ბრენდების ჭრილში რამდენიმე ფაზის კონტენტ ლაინებზე იდეების გენერირება მარკეტინგის გუნდთან ერთად და მათი აღსრულება.
ამ პოზიციაზე დაგჭირდება:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა გეფას მასშტაბით
დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV.

ვაკანსიის დედლაინია 18 თებერვალი 2024 წელი

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს „გეფა“-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

02 February - 18 February