სტანდარტული

უსაფრთხოების თანამშრომელი

02 თებერვალი - 03 მარტი
დეტალები
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

ROOMS  Tbilisi აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების და თანამშრომლების დაცვა;
  • რესტორნის ტერიტორიის მონიტორინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია მონიტორინგის დეპარტამენტთან;
  • არასასურველ სტუმართა სიაში მყოფი პიროვნების იდენტიფიცირება და ობიექტზე არ დაშვება;
  • პრობლემური სიტუაციების გამკლავება საჭიროების მიხედვით;
  • რესტორნის ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციაზე ინფორმაციის ფლობა და გადამოწმება.
საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ფიზიკური გამძლეობა;
  • რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი სარგებელი:

  • პროფესიული განვითარება;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • დაზღვევა;
  • კვება; 
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
  • რუმსის ობიექტებზე კორპორატიული ფასდაკლება;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  3 მარტამდე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.


კატეგორია
ჰორეკა
ტურიზმი
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
02 თებერვალი - 03 მარტი