ვაკანსია!
ადმინისტრატორის პოზიაცია.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, პეკინის ქუჩა
სამუშაო დრო: 14:00 საათიდან 23:00 საათმდე. (1 დღე დასვენება)
ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
- სავაჭრო დარბაზში თანამშრომლების მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
- სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
- საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
- დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
- სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით;
- სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
- სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება.
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე 551 66 29 27