პრაიმ ვოში აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- სატრანსპორტო საშუალების მართვა;
- დატვირთული სატრანსპორტო საშუალებით, სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება
- საქონლის დაუზიანებლად ჩამოტვირთვა/ჩატვირთვა და სავაჭრო ობიექტში დანიშნულების ადგილზე შეტანა/განთავსება/წამოღება;
- ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შესაბამისი თანამშრომლებისა (უშუალო ხელმძღვანელი, მიწოდების სუპერვაიზერი და ტრანსპორტის განყოფილების თანამშრომელი) და სადაზღვევო კომპანიისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- სატრანსპორტო საშუალების მოვლა-პატრონობა. დაზიანების/გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- უშუალო უფროსის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება).
- შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული.
ანაზღაურება: 1200₾.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.