Standart

სტუმართა მომსახურების სპეციალისტი

06 February - 07 March
Details
Address
41 პეკინის გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
English
Skills
ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა, თავაზიანობა და კეთილგანწყობა

Vacancy description

სტუმართა მომსახურების სპეციალისტი


სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (5 სამუშაო 2 დასვენების დღე) 

ანაზღაურება: საათობრივი +ბონუსები+ზეგანაკვეთური ანაზღაურება 

ბენეფიტები: კვება / დაზღვევა

ანაზრაურება: 1000+ ლარი 

 

ვინ ვართ ჩვენ?


EPISODE Hotels-ში ჩვენ ვახდენთ რევოლუციას სტუმართმოყვარეობის სფეროში, რომელიც აერთიანებს დიზაინსა და ტექნოლოგიას. ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ შეასრულონ თითქმის ყველა ოპერაცია იმ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დახმარებით, რომლებიც დანერგილია EPISODE-ში. ტექნოლოგიური ინოვაციები ჩვენთვის კომფორტის წყაროა და ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც შეძლებენ გულწრფელად გაიზიარონ ჩვენი ხედვა.

 

ფუნქციები და მოვალეობები:


  • სასტუმროში სტუმრის მიღება და საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციაში დახმარება
  • სტუმრების შეკითხვებზე და მოთხოვნებზე დროული და ეფექტური რეაგირება
  • სასტუმროს სამართავ პროგრამებში მუშაობა
  • რესტორანში, ბარსა და ღონისძიებებზე სტუმრებისთვის მაგიდებთან მომსახურების გაწევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:


  • ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა
  • თავაზიანობა და კეთილგანწყობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა
  • ინგლისური ენა B1

სასტუმრო ეპიზოდი არის აღმოსავლეთ ევროპის პირველი სრულად ტექნოლოგიური მომსახურების სასტუმრო. ჩვენთან მუშაობით, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დააკვირდეთ, მიიღოთ და შეისწავლოთ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე.


ყველა შერჩეული კანდიდატი გაივლის ტრენინგს სამუშაოს დაწყებამდე.

რეზიუმეების განხილვის შედეგად კონტაქტი განხორციელდება  მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატები შეირჩევა საკონკურსო გასაუბრების საფუძველზე.


გაცნობებთ, რომ თქვენს მონაცემებს ვაკანსიის ფარგლებში გამოგზავნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ ეთანხმებით შპს „Episode Hotels“-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თუმცა, თქვენი რეზიუმე შეიძლება განიხილებოდეს სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე და ინახება 1 წლის ვადით.

 

გისურვებთ წარმატებას.

Category
Horeca
Tourism
Location
41 პეკინის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
06 February - 07 March