Premium

დეკორატიული კოსმეტიკის პრომო კონსულტანტი (თბილისი)

06 February - 07 March
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

კომპანია და მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენელი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.

„სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია:  პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება. 

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს დეკორატიული კოსმეტიკის პრომო კონსულტანტის ვაკანსიას ქ. თბილისში.

სამუშაო ადგილმდებარეობა:  საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე ( 8 საათიანი გრაფიკი)
ანაზღაურება: ფიქსირებული 600 + 200 ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვებზე ზრუნვა;
  • პროდუქციის განლაგება სტანდარტების შესაბამისად;
  • პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება;
  • წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
მოთხოვნები:

  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ბენეფიტები:

  • კარიერული წინსვლა;
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
  • ყოველთვიური ბონუსები;
  • პრიზები თვის საუკეთესო თანამშრომლებისთვის;
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი ვარიანტი:

შეავსეთ ბმული: https://forms.gle/BdBY6c8snqE4rZ5t8
დაგვიკავშირდეთ ნომერზე:  591454595 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00-მდე.
გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV). დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "სუფთა სახლი“ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს “სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!

Category
Sales
Location
36 ქსანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
06 February - 07 March