პრემიუმი

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

06 თებერვალი - 27 თებერვალი
დეტალები
მისამართი
წერეთლის გამზირი, თბილისი
ხელფასი
900 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
გამოცდილება
გამოცდილების გარეშე

ვაკანსიის აღწერა

ბეთლაივი არის ინოვაციური და დაცული სათამაშო სივრცე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ პროდუქტებს აზარტის ყველა სფეროში. 


ბეთლაივი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:


  • კომპანიაში შემომავალ ზარებზე პასუხი და მომხმარებლისთვის, მის მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლების ანგარიშებთან და ფსონებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარებაში დახმარება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  •  უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  •  სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:


  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • კომუნიკაბლურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო გრაფიკი:


  • სრული/არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლას;
  • ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი up to 50%
  • მდებარეობა: თბილისი.

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

 

  • ბონუსი
  • კვება
  • პარკინგი
  • კორპორატიული დაზღვევა
  • პროფესიული ზრდა/განვითარების დაფინანსება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com

  

ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!

06 თებერვალი - 27 თებერვალი