"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.
კომპანია ჯიპისი ეძებს თანამშრომელს, ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე საბურთალოს და ვაკის ფილიალებში
კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს.
ფარმაცევტული სფეროს გარდა "გეფა" მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასევე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკის და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ბრენდს Carter`s და ქალის თეთრეულის ერთ-ერთ წამყვან ბრენდს Triumph-ს.
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დღის შემთხვევაში კვირაში 2 დასვენების დღე
6 საათიანი სამუშაო დღის შემთხვევაში კვირაში 1 დასვენების დღე
ანაზღაურება: ხელფასს + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ფარმაცევტის დახმარება ფარმაცევტული პროდუქციის მიღების/მითვლის დროს: ყუთების გახსნა, პროდუქციის ამოლაგება და დახარისხება
- მითვლილი პროდუქციის დასაწყობება - თაროებზე/სათავსოებში განლაგება
- ფარმაცევტული პროდუქციის აღწერის წარმოება და შედეგების ფარმაცევტვისთვის გადაცემა
- ფარმაცევტული პროდუქციის თაროებისა და სათავსოების დასუფთავება არსებული გეგმის ან ფარმაცევტის / მენეჯერის მითითების შესაბამისად
- სიტუაციურად, მხოლოდ ფარმაცევტის მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის პროდუქციის შეგროვება, ფარმაცევტის მიერ გადაცემული შეგროვების უწყისის მიხედვით
მოთხოვნები:
- გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
- იყოს აქტიური, დადებითი პიროვნება;
- იყოს კლიენტზე ორიენტირებული, თავაზიანი;
- ორგანიზებული და აკურატული;
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
ვაკანსიაზე cv - ების განხილვის დედლაინია 5/02/2024
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს „გეფა“-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.