სტანდარტული

კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი

20 თებერვალი - 07 მარტი
დეტალები
მისამართი
25 ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირი, თბილისი
ხელფასი
950 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
ცვლები
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე ისთ-ფოინთის და დიღმის  ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის მიღება, მისი მოთხოვნების განსაზღვრა;
  • მომხმარებლის სწორად გადამისამართება;
  • მაღაზიაში არსებულ პროცესების და პირობების დეტალური გაცნობა მომხმარებლებისთვის;
  • საჭირო საბუთების (შეკვეთა, ინვოისი, ზედნადები, მიწოდება) გაფორმება;
  • დამატებითი მომსახურებების ჯგუფის სამუშაოს სწორად დაგეგმვა, გადანაწილება, კონტროლი;
  • გაყიდული საქონლის დაბრუნება/გაცვლის დოკუმენტების გაფორმება და პროცესის გაძღოლა;
  • მომხმარებლის პრეტენზიის მიღება და დამუშავება ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება (კომპეტენციის 
  • ფარგლებში)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონზე;
  • საოფისე პროგრამების სამომხარებლო დონეზე ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:

  • გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • რამოდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
პირობები: 

  • სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა;
  • ანაზღაურება: 950 ლარი + ბონუსი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/ საოჯახო);
  • FitPass;
  • კვება;
  • უფასო ტრანსპორტირება;
თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV.

ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!

კატეგორია
საცალო ვაჭრობა
სოციალური ქსელები
20 თებერვალი - 07 მარტი