შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სისტემის ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, განახლება, ოპტიმიზაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირება;
- პასუხისმგებელია კომპიუტერული სისტემების, ქსელური სერვერებისა და ვირტუალიზაციის შენარჩუნებაზე, კონფიგურაციასა და გამართულ მუშაობაზე;
- დააინსტალიროს და განაახლოს კომპიუტერის კომპონენტები და პროგრამული უზრუნველყოფა, მართოს ვირტუალური სერვერები და დააინტეგრიროს ავტომატიზაციის პროცესები;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პრაქტიკული გამოცდილება ვირტუალიზაციის, Hyper-V ან მისი ექვივალენტის;
- Microsoft სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (Exchange, IIS, WFC, MS-SQL, AD).
- Linux, Firewalls, Voip, Monitoring, Backup, საბაზისო დონეზე ცოდნა.
- სისტემებისა და ქსელის პროგრამული უზრუნველყოფის, აპარატურის და ქსელის პროტოკოლების ცოდნა.
- საბაზისო ცოდნა HCI, DR, Data Replication, HA.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პრობლემური საკითხების სწრაფად გადაწყვეტის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
პირობები:
- გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
- ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- კვება;
- Fitpass;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური
მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!