Premium

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი

07 February - 08 March
Details
Address
წერეთლის გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

შპს "ჯეოექსპერტი" აცხადებს მიღებას მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე.

 

მოთხოვნები:


  • უმაღლესი საინჟინრო განათლება.
  • არანაკლებ 10 წლიანი პროფესიული  სამუშაო გამოცდილება.

მოვალეობები:


  • მშენებლობის დაწყებისთანავე დაკონტრაქტებული საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა, განხილვა.
  • მიმდინარე პროექტების ზედამხედველობა და მონიტორინგი;
  • მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლი, სახელმწიფო ნორმებთან და მშენებლობის წარმოების ტექნოლოგიასთან შესაბამისობის შეფასება;
  • სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების, გამოყენებული მასალების, ნაკეთობების და კონსტრუქციების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
  • მშენებლობის კალენდარული გრაფიკის და შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • კონტრაქტორის მიერ ობიექტზე შემოსული და გამოსაყენებელი მასალების, დანადგარებისა და ნაკეთობების ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (მათ შორის ხარისხის სერტიფიკატების) შემოწმება
  • ყოველდღიური ჟურნალის წარმოება
  • საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დროული გაფრთხილება მიმდინარე პროექტებზე მოსალოდნელი რისკების დადგომის შესახებ (მშენებლობის ვადის გადაწევა, კონტრაქტორის არადამაკმაყოფილებელი მუშაობა);
  • ფარული სამუშაოების აქტების მომზადება-დადასტურებაში მონაწილეობის მიღება;

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV.


სამუშაოს შესასრულებლად საჭირო იქნება სამშენებლო პროექტების ადგილზე ზედამხედველობა, რაც გულისხმობს საკმაოდ ხშირ მივლინებებს მთელი კვირის განმავლობაში. დასაშვებია ასევე, რომ დასაქმებული ცხოვრობდეს რეგიონში და ზედამხედველობას უწევდეს მის რეგიონში არსებულ სამშენებლო ობიექტებს

Category
Construction
Engineering
Location
წერეთლის გამზირი, თბილისი, საქართველო
07 February - 08 March