ვაკანსიის
აღწერა
შპს "ოპ-არტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი
ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00 სთ;
ანაზღაურება:
3000 -4000 ლარი NET
სამუშაო ადგილი _ ნატახტარი, სოფ. მისაქციელი
(საწარმოო უბანი). საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია;
ძირითადი
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და ელექტრონული ფორმით წარდგენა;
- ყოველთვიური ფინანსური უწყისებისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
- საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
- ბუღალტრული გატარების (ხარჯების, ბანკის და სხვა ოპერაციების) ასახვა პროგრამაში;
- ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
- ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების/კრედიტორების კონტროლი;
- წერილობითი მოხსენების მომზადება კრიტიკულ საკითხებზე;
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე საქმის დელეგირება და მათ მიერ შესრულებული საქმის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელი მოთხოვნაა საწარმოო ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილება;
- საბუღალტრო
მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი
განათლება (სასურველია ბაკალავრის ხარისხი ფინანსების ან ხარჯთაღრიცხვის
მიმართულებით);
- ენები:
ქართული (მშობლიური), სასურველია ინგლისური (B1) ან რუსული (B1);
- საოფისე
პროგრამების ცოდნა (MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა)
- აუცილებელია
საბუღალტრო პროგრამების ცოდნა: FINA, Balance,
- სასურველია იცოდეს სხვა პროგრამებიც: Oris, Apex, იოტა+, ინფო საწარმო, 1C, Superfin, (რომელიმე მაინც);
- საქართველოს კანონი ბუღალტრული
აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ.
საჭირო უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- მათემატიკური აზროვნება;
- მონაცემთა დამუშავების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
- საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი
- პასუხისმგებლობა
- ორგანიზებულობა
- მოქნილობა და ოპერატიულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- კეთილსინდისიერება
დაინტერესებულმა პირებმა
გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე ან
დაგვიკავშირდით ნომერზე: 558309300.