სტანდარტული

მთავარი ბუღალტერი

07 თებერვალი - 08 მარტი
დეტალები
მისამართი
66 დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ვაკანსიის აღწერა

შპს "ოპ-არტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.


სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:


ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00 სთ;

ანაზღაურება: 3000 -4000 ლარი NET

სამუშაო ადგილი _ ნატახტარი, სოფ. მისაქციელი (საწარმოო უბანი). საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია;

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და ელექტრონული ფორმით წარდგენა;
  • ყოველთვიური ფინანსური უწყისებისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
  • საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
  • ბუღალტრული გატარების (ხარჯების, ბანკის და სხვა ოპერაციების) ასახვა პროგრამაში;
  • ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების/კრედიტორების კონტროლი;
  • წერილობითი მოხსენების მომზადება კრიტიკულ საკითხებზე;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე საქმის დელეგირება და მათ მიერ შესრულებული საქმის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • აუცილებელი მოთხოვნაა საწარმოო ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილება;  
  • საბუღალტრო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბაკალავრის ხარისხი ფინანსების ან ხარჯთაღრიცხვის მიმართულებით);
  • ენები: ქართული (მშობლიური), სასურველია ინგლისური (B1) ან რუსული (B1);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა)
  • აუცილებელია საბუღალტრო პროგრამების ცოდნა: FINA, Balance, 
  • სასურველია იცოდეს სხვა პროგრამებიც: Oris, Apex, იოტა+, ინფო საწარმო, 1C, Superfin, (რომელიმე მაინც);
  • საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ.

საჭირო უნარები:


  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მათემატიკური აზროვნება;
  • მონაცემთა დამუშავების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
  • საქმის  დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი
  • პასუხისმგებლობა
  • ორგანიზებულობა
  • მოქნილობა და ოპერატიულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • კეთილსინდისიერება

დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 558309300. 

 

კატეგორია
საწყობი და წარმოება
მისამართი
66 დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
07 თებერვალი - 08 მარტი