ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი

08 February - 22 February
Details
Address
3 ქეთევან დედოფალის გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

სს ,,ტერაბანკი’’ აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

ტერაბანკი უკვე 20 წელზე მეტია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი  სტანდარტის საბანკო მომსახურებას სთავაზობს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.terabank.ge

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი  უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 3 
  • ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე + გათვალისწინებულია  წლიური ბონუსი შესრულებული საქმიანობის შეფასების საფუძველზე
  • სამუშაოს აღწერა: ინფორმაციული უსაფრთხოების მართვა/განვითარება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ინფორმაციული/კიბერ უსაფრთხოების  პოლიტიკის განვითარებაში მონაწილეობის მიღება
  • ინფორმაციული/კიბერ უსაფრთხოების ინსტრუმენტების დახვეწა და სიახლეების დანერგვა (SIEM, PAM, WAF, IPS/IDS, Email Security, Endpoint Protection, ...)
  • თანამშრომლების კიბერ უსაფრთხოების წესების ცნობიერების ასამაღლებლად ტრენინგების ჩატარება 
  • საბანკო პროდუქტების/პროცედურების შექმნაში მონაწილეობის მიღება კიბერ უსაფრთხოების ანალიზის და შეფასების მიზნით
  • ინციდენტების გამოკვლევა
პოზიციისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით
  • ინფორმაციული/კიბერ უსაფრთხოების  სფეროში მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება 
  • დარგის მიმართულებით შესაბამისი სერტიფიკატების ქონა
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების ძირითადი მიმართულებების, უსაფრთხოების სტანდარტების და პოლიტიკების ცოდნა 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
პოზიციისთვის აუცილებელი კომპეტენციები:

  • ანალიტიკური აზროვნება
  • გუნდური მუშაობა
  • რისკების მართვა
  • ორგანიზებულობა
გახდი ტერაბანკელი და ერთად ვიამაყოთ ერთმანეთის წარმატებით!

დაინტერესების შემთხვევაში,  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 22 თებერვალი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. 

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

ტერაბანკი გისურვებთ წარმატებას!
Location
3 ქეთევან დედოფალის გამზირი, თბილისი, საქართველო
08 February - 22 February