Premium

სოციალური მედიის მენეჯერი

08 February - 09 March
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენელი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.

გაგვიცანი უფრო ახლოს: https://ch.ge/

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ცვლები, ჰიბრიდულ რეჟიმში (ნორმირებული 40სთ)
ანაზღაურება: შეთანხმებით (განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაამისად)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის სოციალურ მედია ქსელებში არსებული კორპორატიული ანგარიშების გამართული და ეფექტური აქტივობის უზრუნველყოფა; (Facebook, Instargam, Youtube, linkedIn, Google, TIKTOK)
  •  დიზაინერთან ერთად პოსტების მომზადება, რეფერენსების მოძიება;
  •  სოციალური ქსელის გვერდზე განთავსებულ პოსტებზე რეგულარული და ოპერატიული რეაგირება;
  •  ინბოქსში შემოსულ შეტყობინებებზე სწრაფი და დროული რეაგირება;
  •  სოციალურ ქსელში რეკლამის მენეჯმენტი;
  •  ყოველკვირეული რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
  •  აუცილებელია სამუშაო გამოცდილება სოციალური მედიის მიმართულებით;
  •  კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
  •  ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული უნარ ჩვევები:

  •  კარგი ბიზნეს კომუნიკაციის უნარი;
  •  ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  პასუხისმგებლობის გრძნობა;
ბენეფიტები:

  •  ჯანმრთელობის დაზღვევა;
  •  Fitpass;
  •  კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  •  მზარდი შრომითი ანაზღაურება;
  •  კომფორტული სამუშაო გარემო;
  •  კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "სუფთა სახლი"ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!

Category
Sales
Location
36 ქსანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
08 February - 09 March