მარკეტინგის მენეჯერი

08 თებერვალი - 09 მარტი
დეტალები
მისამართი
3 ქეთევან დედოფალის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სს "ტერაბანკი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

ტერაბანკი უკვე 20 წელზე მეტია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი  სტანდარტის საბანკო მომსახურებას სთავაზობს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.terabank.ge

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც შეძლებთ თქვენი პოტენციალისა და უნარების წარმოჩენას, ასევე იდეებისა და ინიციატივებს აღსრულებას
სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 3 
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე საოფისე, 2 დღე დისტანციურად)
  • ანაზღაურება:  ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე + წლიური ბონუსი შესრულებული საქმიანობის შეფასების საფუძველზე
სამუშაოს აღწერა: ბანკის მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორცილება

პოზიციის მოვალეობები:

  • ტერაბანკის საცალო და კორპორატიული პროდუქტების/პროექტების მარკეტინგული კომუნიკაცია, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა-განხორციელება
  • სარეკლამო კამპანიების მონიტორინგი და რეპორტინგი
  • ბანკის სხვადასხვა განყოფილებებთან კოორდინირებული მუშაობა
  • ბრენდირებული მასალების დამზადება
  • სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობა
  • მარკეტინგული პროექტების მართვა 
საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია: 

  • უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
  • მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ  3 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • შემოქმედებითობა
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • შედეგებზე ორიენტირება
დაინტერესების შემთხვევაში,  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 23 თებერვალი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. 
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

ტერაბანკი გისურვებთ წარმატებას!
მისამართი
3 ქეთევან დედოფალის გამზირი, თბილისი, საქართველო
08 თებერვალი - 09 მარტი