Standart

ოფისის მენეჯერი

08 February - 09 March
Details
Address
50 ნაფეტვრებისკენ მიმავალი გზა, თბილისი
Salary
1000-1200 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

Citycom ელექტრონული საფულის საშუალებით, ეხმარება კორპუსის სამეზობლოს ფინანსების მარტივად და გამჭვირვალედ მართვაში.
გაიგე უფრო მეტი აქ: https://citycom.ge/

ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის და გეძებთ შენ ოფისის მენეჯერის პოზიციაზე პოზიციაზე!
თუ ხარ დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, მოგწონს ადამიანებთან კომუნიკაცია და მათთან ერთად, თუ დამოუკიდებლად, სხვადასხვა ტიპის საორგანიზაციო/საოფისე საკითხებზე მუშაობა, ეს ვაკანსია არის შენთვის!

რისი გაკეთება მოგიწევს:

  • კომპანიაში მოსული მომხმარებლების დახვედრა და საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამის პირებთან გადამისამართება;
  • თავმჯდომარეებისთვის, პარტნიორი კომპანიებისთვის განკუთვნილი ამანათების გამზადება და მიწოდების ორგანიზება;
  • სითიქომის ბარათების მიწოდების პროცესის ორგანიზება, როგორც ახალ
  • კორპუსებთან, ასევე სავაჭრო ობიექტებთან, გასაგზავნი ბარათების რეგისტრაცია;
  • საკანცელარიო, საოფისე, დასუფთავების და სხვა ტიპის ინვენტარის შესყიდვა (მათ შორის ბარათების ადგილობრივად შესყიდვა);
  • საოფისე ტექნიკისა და ავეჯის შესყიდვა/მონიტორინგი;
  • ჩამოთვლილ პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის უზრუნველყოფა, მართვა, შესაბამისი წესით შენახვა;
  • სხვადასხვა საოფისე/საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობა.
მთავარია, გქონდეს:

  • ოფისის მენეჯერის/ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • დოკუმენტაციის მართვის გამოცდილება.
რას გთავაზობთ ჩვენ:

  • სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00;
  • ლოკაცია: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი);
  • ანაზღაურება: 1000-1200 ლარი (კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე).
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://career.citycom.ge/#vacancy

აქვე გაყენებ საქმის კურსში, რომ ჩვენს კომპანიაში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ  შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადითა და წესით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიასთან.

CITYCOM-ის გუნდი გისურვებს წარმატებებს!
Category
Information Technologies
Location
50 ნაფეტვრებისკენ მიმავალი გზა, თბილისი, საქართველო
Socials
08 February - 09 March