Standart

ოფისის ადმინისტრატორი

08 February - 22 February
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში. 

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა „გეფა“ მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop,  ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ  ამერიკულ ბრენდს Carter’s.

გეფა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და  კორპორატიული კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!

კომპანია "გეფა"  აცხადებს ვაკანსიას ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

  • სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • სტუმრების მიღება-დაკვალიანება;
  • დოკუმენტების/გზავნილების მიღება,დახარისხება, გაგზავნა და აღრიცხვა;
  • მძღოლების განრიგის კონტროლი;
  • საკანცელარიო და სამეურნეო  ნივთების შეკვეთა მომწოდებელთან. ცხრილში პროგრამულად აღრიცხვა, ნაშთების შედარება.
  • ობიექტებზე გადასაზიდი პროდუქციის rs.ge - ზე ატვირთვა.
საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება ოფის მენეჯერის, ადმინისტრაორის ან რეგისტრატორის პოზიციაზე
  • სანუტებთან მუშოაბის გამოცდილება;
  • ადმინისტრაცული საქმიანობის გამოცდილება;
  • განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მომიჯნავე სპეციალობაში;
  •  MC office ცოდნა
  • ინგლისური  და რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პუნქტუალურობა; ორგანიზებულობა;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV .

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს „გეფა“-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

08 February - 22 February