სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
ფუნქციები:
- გაყიდვების გეგმის შესრულება, როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდის მიერ
- გაყიდვების დაგეგმვა, გაყიდვების დეპარტამენტის უფროსთან და მარკეტინგის დეპარტამენტთან კოორდინაციაში (წლის, კვარტლის, თვის) საერთო სტრატეგიის განსაზღვრა, კონტროლი და შედეგების ანალიზი
- გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი - ბაზრების ზრდის, გაფართოებისა და ცვლილებების ანგარიშგება
- კომპანიის გაყიდვების ზრდის ინიცირება და შემოსავლების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა
- ყოველდღიური კომუნიკაცია პარტნიორებთან, მოლაპარაკებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა განსაზღვრული და დელეგირებული პირობების ფარგლებში
- კომპანიასა და პარტნიორებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების მუდმივი მონიტორინგი
- აქციების დაგეგმვა უშუალო ხელმძღვანელთან თანამშრომლობით
- დაგეგმილი აქციების შედეგების შესახებ რეპორტინგი და შედეგების ანალიზი
- კონკურენტი კომპანიების და ბაზრის ანალიზი (დაგეგმილი აქტივობების, სიახლეების, ფასების ცვლილების შესახებ)
- კონკურენტებზე დომინირების უზრუნველყოფა და ბაზარზე კომპანიის პოზიციის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა
- არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება
- გაყიდვების მუდმივი ოპერაციების (შეკვეთა, დაბრუნება) მონიტორინგი
- დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი/მართვა ხელშეკრულების დონეზე
- პრობლემების და შეფერხებების დროული გამოვლენის უზრუნველყოფა ან/და მოგვარება
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და შეფასება, მათი საქმიანობის მონიტორინგი, სწავლება, მათი მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა
- მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად, დაქვემდებარებული თანამშრომლების დატრენინგება, მათ შორის კომპანიის მიერ შემუშავებული მერჩენდაიზინგის პრინციპებისა და სარეკლამო მასალის გამოყენების წესების შესახებ
- ხელფასისა და ბონუსის კალკულაციისთვის საჭირო რეპორტის ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება
- ყოველთვიური მუშაობის ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
- საქმიანობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ქსელურ მარკეტებთან მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა; აუცილებელია Excel-ის კარგად ცოდნა;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი.
ანაზღაურება: შეთანხმებით;
სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00სთ.
სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64
თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV).
გისურვებთ წარმატებებს!