Standart

გაყიდვების ჯგუფის მენეჯერი

09 February - 10 March
Details
Address
64 დავით გურამიშვილის გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
09:00 - 18:00

Vacancy description

სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების:  Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

ფუნქციები:

  • გაყიდვების გეგმის შესრულება, როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდის მიერ
  • გაყიდვების დაგეგმვა, გაყიდვების დეპარტამენტის უფროსთან და მარკეტინგის დეპარტამენტთან კოორდინაციაში (წლის, კვარტლის, თვის) საერთო სტრატეგიის განსაზღვრა, კონტროლი და შედეგების ანალიზი
  • გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი - ბაზრების ზრდის, გაფართოებისა და ცვლილებების ანგარიშგება
  • კომპანიის გაყიდვების ზრდის ინიცირება და შემოსავლების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა
  • ყოველდღიური კომუნიკაცია პარტნიორებთან, მოლაპარაკებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა განსაზღვრული და დელეგირებული პირობების ფარგლებში
  • კომპანიასა და პარტნიორებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების მუდმივი მონიტორინგი
  • აქციების დაგეგმვა უშუალო ხელმძღვანელთან თანამშრომლობით
  • დაგეგმილი აქციების შედეგების შესახებ რეპორტინგი და შედეგების ანალიზი
  • კონკურენტი კომპანიების და ბაზრის ანალიზი (დაგეგმილი აქტივობების, სიახლეების, ფასების ცვლილების შესახებ)
  • კონკურენტებზე დომინირების უზრუნველყოფა და ბაზარზე კომპანიის პოზიციის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება
  • გაყიდვების მუდმივი ოპერაციების (შეკვეთა, დაბრუნება) მონიტორინგი
  • დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი/მართვა ხელშეკრულების დონეზე
  • პრობლემების და შეფერხებების დროული გამოვლენის უზრუნველყოფა ან/და მოგვარება
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და შეფასება, მათი საქმიანობის მონიტორინგი, სწავლება, მათი მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა
  • მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად, დაქვემდებარებული თანამშრომლების დატრენინგება, მათ შორის კომპანიის მიერ  შემუშავებული მერჩენდაიზინგის პრინციპებისა და სარეკლამო მასალის გამოყენების წესების  შესახებ
  • ხელფასისა და ბონუსის კალკულაციისთვის საჭირო რეპორტის ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება
  • ყოველთვიური მუშაობის ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
  • საქმიანობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება
მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ქსელურ მარკეტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა; აუცილებელია Excel-ის კარგად ცოდნა;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი.
ანაზღაურება: შეთანხმებით;
სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00სთ.
სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64
თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV).

გისურვებთ წარმატებებს!

Location
ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
09 February - 10 March