უძრავი ქონების კომპანია “პროსპექტი” აგრძელებს გადამზადება-დასაქმების პროგრამას, რომელიც უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას გახდნენ ამ ინდუსტრიის გამორჩეული წარმომადგნლები.
თუ გაქვს სურვილი, რომ გახდე წარმატებული "სეილსმენი", არ აქვს მნიშვნელობა ასაკს და გამოცდილებას - ეს ყოველთვის შესაძლებელია, მთავარია სწორ გუნდთან და ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც დაგეხმარებიან ცოდნის მიღებასა და დასახული მიზნების მიღწევაში.
შემოუერთდი პროსპექტს და გახდი უძრავი ქონების - ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიის ნაწილი:
პოზიციის დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების წარმომადგენელი
სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა: 3 კვირა
ტრეინინგის დაწყების თარიღი: 28 თებერვალი
სასწავლო ჯგუფის ზომა: 10-15 მონაწილე
ლოკაცია: თბილისი
ტრეინინგის საფასური: ტრეინინგის ღირებულება სრულად დაფინანსებულია კომპანია “პროსპექტის” მიერ
ტრენერი: გუგა კობახიძე
კურსის აღწერა:
- წარმატების დეფინიცია და როგორ მივაღწიოთ დასახულ მიზნებს
- რა უნარები აქვს წარმატებულ სეილსმენს უძრავი ქონების ბიზნესში
- უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა
- ტერმინოლოგია
- უძრავი ქონების ტიპები
- როგორ მოვამზადოთ უძრავი ქონება გასაყიდად
- უძრავი ქონების გამყიდველის (აგენტის) როლი და მოვალეობები
- მოლოდინები VS რეალობა უძრავი ქონების ბიზნესში, როდის ვიღებთ რეალურად შედეგებს
- გაყიდვების საფეხურები და ციკლი
- როგორ გადავლახოთ კომუნიკაციაში მიღებული დაბრკოლებები
- წარმატებული სატელეფონო კომუნიკაციის მოდელი
- ლიდების გენერირება და მათთან მუშაობის მეთოდოლოგია
- შეთავაზების და მოლაპარაკების გზები და ფორმები
- პერსონალური ბრენდინგი და მნიშვნელობა უძრავი ქონების გამყდიველისთვის
- რა გზას გადის მომხმარებელი გადაწყვეტილების მიღებამდე
- მომხმარებლის ტიპები უძრავ ქონებაში
- წარმატებული Follow Up სტრატეგია
- როგორ მივიღოთ უფრო მეტი რეფერალები
- როგორ შექმნათ ბაზარზე ყველასგან გამორჩეული მომსახურება
კურსზე მოსახვედრად აუცილებელია დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ CV ან Linkedin-ის პროფილის ლინკი, სამოტივაციო წერილი თუ რატომ გინდათ კურსის გავლით უძრავი ქონების გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობა.
კანდიდატების საბოლოო შერჩევა და ტრეინინგზე დასწრება მოხდება გასაუბრების შემდგომ.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა 23 თებერვალი.